ქუთაისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის მცხოვრებელია.

პაციენტმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 3 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები