“მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე თვის, რომ საზოგადოება უყურადღებოდ  ეკიდება ვირუსის რისკს. ის არ გამორიცხავს, რომ მეორე ტალღა პიველზე მძიმე იყოს თუ ყურადღების მოდუნება მოხდება. 

“ზოგადად უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება. 

ბოლო პერიოდში, ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს დაავადება ნაკლებად მძიმე დაავადებაა. თუ ასე გავაგრძელეთ, დამერწმუნეთ ეს გამოიწვევს საგანგაშო შედეგს. ის, რომ ჩვენ ასეთი კარგი სტატისტიკა გვქონდა, თუნდაც 16 გარდაცვლილი, ძალიან კარგი სტატისტიკაა, ეს არის ყველას დამსახურება, ვინც წესებს იცავდა, ამასთან ეპიდემიოლოგების და მთავრობის,”- მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები