საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.

სუს-ის ინფორმაციით, აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.

აფაჯად მაგარამოვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები