“ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ” – კელი დეგნანი

“საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, როდესაც აშშ აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 244-ე წლისთავს, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რა დიდი გზა გამოიარა და რამდენია კიდევ გასაკეთებელი, რათა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისწრაფებები, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება.

„საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რაც გამოიხატა დემოკრატიული რეფრომებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები