კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და მოგვიანებით, გარდაცვლილი ჩვილი საპირფარეშოში იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზები.