ემიგრანტებს ბილეთებში არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი

  •  

„მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არსებობს შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი ავია მიმოსვლა.

„ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ევროპიდან ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამით რეისების მიმართულება ბევრად უფრო ფართო იქნება. ორშაბათს გვექნება კონკრეტული სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან რა სიხშირით და რა რიცხვში დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს ბილეთში გადასახდელი ექნებათ არა ის კატასტროფული ციფრები, რომელსაც დღეს ასახელებენ, არამედ არ დასჭირდებათ 200 ევროზე მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ემიგრანტებს ბილეთებში არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  4. SMS

    bookmarked!!, I like your blog!

  5. 1:1 where to buy fake rolex store.