„მარნეულში შეიძლება ვთქვათ, რომ დაავადება უკან მიდის“ – თამაზ ნავერიანი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატით თამაზ ნავერიანი, მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდ ვითარებას დადებითად თვლის. ნავერიანის ინფორმაციით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებულია, მისივე ინფორმაციით ბოლო ორი კვირის მანძილზე, მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლიდნა.

„მარნეულში ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ ერთი ფაქტი გვქონდა, ორი დღის წინ ერთი შემთხვევა კიდევ აღმოჩნდა, რომელსაც გაეწია სათანადო პრევენცია, დადგენილია მისი ახლო წრე, ყველას ჩაუტარდათ კვლევა და არ აღმოაჩნდათ ვირუსი არავის.

დაახლოებით 17 ადამიანიდან, რომელიც დაინფიცირებული იყო ჩვენთან, 8 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, დანარჩენები გადიან მკურნალობას, შეიძლება ვთქვათ, რომ დაავადება მარნეულში უკან მიდის” – განაცხადა ნავერიანმა.

მსგავსი თემები