ცოლმა ეპიდემიოლოგებს დაურეკა და ქმარი კარანტინში გადააყვანინა

“გვქონდა შემთხვევა, როდესაც მეუღლემ შეგვატყობინა, რომ თავისი ქმარი თვითიზოლაციაში გაუშვეს, რისი პირობებიც ოჯახში არ აქვთ. მან ითხოვა, რომ მეუღლე კარანტინში ყოფილიყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში, აუცილებელია სპეციალური წესების დაცვა.

“თვითიზოლაციაზე გადაყვანის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები ადგილზე სწავლობდნენ შესაძლებლობას, ათვალიერებდნენ, ნახულობდნენ, სად უნდა იყოს ადამიანი თვითიზოლაციაში. აქვს თუ არა მას სათანადო პირობები, რომ დაიცვას მან ეს თვითიზოლაცია. ხშირად ოჯახი ვერ ათვითცნობიერებს  იმას, რომ ისინი მარტო სხვისგან კი არ უნდა იყვნენ იზოლირებული, არამედ ერთმანეთისაგანაც. წესები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები