„ჰოსპიტალში შემოყვანილებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და სამხედრო პირებიც“ – შოთა ჩილინდრიშვილი

გორის საკარანტინო სივრცეში გუშინ გვიან ღამით 35 ადამიანი  მოათავსეს. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში  აეროპორტიდან შეიყვანეს. როგორც ჰოსპიტალიდან „მედიაცენტრ მთავარს „ აცნობეს“ მოთავსებულებს შორის არიან სამხედრო პირებიც და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ტესტის პასუხებს დღის მანძილზე ელოდებიან. ჰოსპიტალის წარმომადგენლების ინფორმაციით დღემდე სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

„შემოყვანილია გუშინდელი დღიდან 35 პირი, აქედან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არიან ასევე სამხედრო პირები და რიგითი მოქალაქეები. 6 შემთხვევა შეიძლება საეჭვოდ ჩავთვალოთ, მათი დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ. დღის ბოლომდე ველოდებით პასუხებს ლაბორატორიიდან. დღემდე სამხედრო ჰოსპიტალიდან გაგზავნილ არცერთ შემთხვევაზე დადებითი პასუხი არ მოგვსვლია“ – განაცხადა გორში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ჩილინდრიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“

მსგავსი თემები