ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

სააგენტო “რეს”-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები ცარიელდება. მათივე ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასი გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებასა და აფთიაქებისთვის ქართულწარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

მსგავსი თემები