პირველი ვიდგებოდი სალარიძის გვერდით, რომ არა ის ხალხი, ვინც შვილი მომიკლა – ია მეტრეველი

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაიობის” ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი თანაგრძნობას უცხადებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, თუმცა, მიაჩნია, რომ აქ აქციებმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა.

​როგორც ია მეტრეველმა მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ზაზა სარალიძის აქციაზე არ მივიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მის გვერდით ხედავს ადამიანებს, რომლებმაც მას  წლების წინ შვილი მოუკლეს.

“ეს უბერუდი ბავშვი აღარავის ახსოვს და ეს იქცა “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციად, რომელსაც სურს რევანშისტული გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც დაუშვებელია და რაც არ მოხდება”, – აცხადებს ია მეტრეველი.

მისივე თქმით, განვითარებული პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ ზაზა სარალიძე “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

“მისი ყველა მოთხოვნა შესრულებულია და სრულდება. მთავარი პროკურორი გადადგა, პრემიერი შეხვდა და დაჰპირდა რომ საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. დარწმუნებული ვარ დამნაშავეები დაისჯებიან. რასაც ეს ადამიანი განიცდის, ჩვენ 14 წლის წინ განვიცდიდით. მაშინ ჩვენ არა თუ პროკურორი არ შეგვხვდა, არამედ შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ, “, – აცხადებს შვილმოკლული დედა.
ია მეტრეველის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მათი შვილები დახოცილია  სისტემის მიერ და არა კლიმინალური გარჩევის დროს.  ის ზაზა სარალიძეს ურჩევს საპროტესტო აქციები შეწყვიტოს და დაელოდოს გამოძიებას.

მსგავსი თემები