რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო EU ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნული საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, გაერთიანების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო და ახლა ევროკავშირი, პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად მოახდენს რეაგირებას.

,,ირანის წინააღმდეგ პასუხი იქნება ახალი და მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომებით, რაც მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში. განიხილება შემზღუდველი ზომები ირანის საავიაციო სექტორზეც”, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები