“სტადიონზე არ ვიმყოფები, ბევრი ხალხი გარეთ დარჩა,პრეზიდენტი ხალხთან არის”- სალომე ზურაბიშვილი

“სტადიონზე არ ვიმყოფები, რავიცი ყველასთვის არ იყო იქ ადგილი,ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს რესპუბლიკის მოედნიდან გულშემატკივრობს.

 „გამარჯვების მოლოდინი მაქვს ყოველთვის ყველგან. სტადიონზე არ ვიმყოფები, რავიცი ყველასთვის არ იყო იქ ადგილი. ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის. დაველოდები აქ ფეხბურთელებს, რესპუბლიკის მოედანზე. ასევე ვისარგებლებთ და გეტყვით, რომ 13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში სახალხო ღონსიძიება იქნება, დაველოდებით ყველა პარაოლიმპიელს და ოლიმპიელს დაჯიოლდოების ცერემონიისთის.

ვიღაც-ვიღაცები კი ცდილობენ, სპორტიც გახადონ სუბიექტი იმის, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არის დიდი დანაშაული, რადგან სპორტი არის სწორედ ერთობის არაჩვეულებრივი მომენტი. მე ვუსურვებ ამ ქვეყანას, ეს ერთობა მხოლოდ სპორტში არ გვქონდეს იმისთის, რომ გახდეს საქართველო ევროპული ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები