არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა

არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა. მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.

ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“,- წერს დავით ნოზაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები