“ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი მოკლეს”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი  დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალების მიერ თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალის მკვლელობას გმობს.

„გუშინ მათ მოკლეს ჩვენი ერთი ქალიშვილი. მათ მოკლეს 40 ათასი უდანაშაულო მოქალაქე, მათ შორის 17 ათასი ბავშვი“ – განაცხადა მან.

ერდოღანი ამბობს,რომ  თუ ისრაელი პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს, ის შემდგომ რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს დაადგამს თვალს.

„თუ ისრაელი ასე გააგრძელებს, რამალის ოკუპაციის შემდეგ ის თვალს დაადგამს კიდევ სხვა ადგილს. დადგება რეგიონის სხვა ქვეყნების ჯერი – ლიბანის, სირიის, და ისინი დაადგამენ თვალს ჩვენს მიწას ევფრატსა და ტიგროსს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ხელისუფლებისა და პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის ძალებმა თურქეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალი მოკლეს, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდა.

მსგავსი თემები