„ის უკიდურესად საშიში და ძლიერია“ – ტაიფუნი ,,იაგი” ჩინეთისკენ მიემართება

სუპერ ტაიფუნი ,,იაგი” ჩინეთისკენ მიემართება. მატარებლები, ნავებით გადაადგილება და ფრენები, პროვინციაში მეორე დღეა შეჩერებულია, დაკეტილია სკოლები. მეტეოროლოგების თქმით, ,,იაგიმ” შეიძლება კატასტროფული ზიანი მოიტანოს.

,,იაგი” ,,უკიდურესად საშიში და ძლიერი” სუპერ ტაიფუნია. სუპერ ტაიფუნი მე-5 კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია.

ჰაინანის ხელისუფლებამ, ყველა ტურისტული ატრაქციონის დახურვის ბრძანება გასცა, ასევე დაიხურა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო გადასასვლელი, მთავარი ხიდი, რომელიც აკავშირებს ჰონგ კონგს-მაკაოსა და ჟუჰაის გუანდონგში.

მსგავსი თემები