ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ფინეთის მთავრობა აპირებს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

გამონაკლისის სახით, შეზღუდვა არ შეეხებათ ორმაგ მოქალაქეებს და რუსებს, რომლებსაც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივი საცხოვრებელი აქვთ.

,,რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას”, – თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები