მევენახეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

მევენახეებმა, რომლებმაც აქცია გამართეს, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან გურჯაანის მიმართულებით გადაინაცვლეს და რამდენიმე სოფელი ტრანსპარანტებით გაიარეს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებდნენ, რომ ყურძენზე დაწესებული მინმალური ფასი მათთან ერთად გააპროტესტონ.

დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა აქციას დღეს დილიდან მართავს და კგ რქაწითელზე 1, 50, საფერავზე კი – 2 ლარის დაწესებას ითხოვს. მათთან რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი თემები