რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქი დღეს დილით დაბომბეს. ჭურვები კერძო სახლსა და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“ – განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.

ფილაშკინმა აღნიშნა, რომ ჩასოვ-იარში ნორმალურად ცხოვრება უკვე ორ წელზე მეტია შეუძლებელია და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

მსგავსი თემები