ქართველი ქალები, პირველად უშბის მწვერვალზე დამოუკიდებლად ავიდნენ

ქართველი ქალები, პირველად უშბის მწვერვალზე დამოუკიდებლად ავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

 “ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე. არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ფოტოებს აქვეყნებს.

 

მსგავსი თემები