ძლიერი ხანძარი ლონდონში – არიან დაშავებულები

ძლიერი ხანძარია ლონდონში. ცეცხლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა. ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია.

ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. შენობიდან დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები