ირანი ისრაელს კვლავ ემუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჰამასის ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით ირანის საპასუხო ზომა გათვლილი და განსაზღვრული იქნება.

ეს განცხადება, „გარდიანის“ ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანს შორის სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

როგორც ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, მათ დედაქალაქში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შელახვაა, რისი პატიებაც არ შეიძლება.

მსგავსი თემები