პალესტინა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქაოსია ღაზის სექტორში მდებარე დეირ ელ-ბალაჰის კლინიკაში, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობს. პაციენტები და პერსონალი, მოქალაქეები შენობას ცლიან. მათ შორის არიან მძიმე ავადმყოფებიც.

პალესტინა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს. არაბული პრესა წერს, რომ ისრაელმა შეთანხმებაში ახალი პირობები ჩადო, რისი რეალური მიზანიც ზავის გადავადება იყო. იმუქრება ისრაელიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ვინც ისრაელს ტკივილს მიაყენებს, თავად დაზიანდება.

მსგავსი თემები