რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია ზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის სარაკეტო დაბომბვის ფონზე პოლონეთმა ავიაცია ზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ოპერატიული სარდლობა აღნიშნავს, რომ ,,დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე”.

უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, აგრესორი რუსეთი უკრაინას რაკეტებით ზღვიდან და ჰაერიდან უტევს.

მსგავსი თემები