“არასწორად არის ფერდები ჩამოჭრილი”- გეოლოგი რიკოთის უღელტეხილზე

“სკეპტიკურად ვუყურებ პრობლების გამოსწორებას” – ასე ეხმაურება გეოლოგი თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას.

თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ფერდები არასწორად არის ჩამოჭრილი, რის გამოც პრობლემის სიღრმისეულად მოგვარება, შეუძლებელია.

„ეს არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი. გრავიტაცია თავისას მოითხოვს. ბუნებრივი სტაბილიზაციის პროცესი წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასწორად არის ფერდები ჩამოჭრილი. ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ გამოსწორებას, როდესაც ასეთი მასშტაბის პრობლემებზეა საუბარი. როგორ უნდა გამოასწორო, ბეტონში ჩასვა თუ სარკოფაგში მთელი რიკოთი?!” – ამბობს გეოლოგი.

წუხელ მოსულმა უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზე. გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მას შემდეგ რაც გზა გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა მოქალქეები საცობებს უჩიოდნენ.

მსგავსი თემები