რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს

პირველად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინული რაკეტა-დრონი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ რაკეტა-დრონი „პალიანიცა“, სრულიად „ახალი კლასის“ იარაღია.

„ეს აგრესორის წინააღმდეგ შურისძიების ჩვენი ახალი მეთოდია. მტერმა მარცხი განიცადა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები