,,ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკში მოხდა” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ”, – განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკის ოლქში მოხდა“, – აღნიშნა ანტონოვმა.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

მსგავსი თემები