“ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთმა თანამშრომლემა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

“ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ამის შესახებ, პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განაცხადა.

“პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. კომპანია აორგანიზებს მენეჯერებს და ჯგუფებს იმისთვის, რომ მოახდინოს პროცესის მარგინალიზება და გაშავება, თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ და რეალურად შიმშილობის მე-9 დღეა”- ამბობს გიორგი დიასამიძე.

თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია – ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. ისინი 41-ე დღეა გაფიცულებია არიან.

მსგავსი თემები