„10-დან 15-მდე ქართველი ახალგაზრდა ესპანეთში „ლევანტეს“ აკადემიაში სპორტულ გამოცდილებას მიიღებს“- ქოჩორაშვილი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი  გიორგი ქოჩორაშვილი ამბობს, რომ 10-დან 15-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს, რომლებიც „ლევანტეს“ აკადემიაში ცხოვრებისეულ და სპორტულ გამოცდილებას მიიღებს.

“გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ შედგა ლევანტეს კემპი საქართველოში და 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები.

ლევანტეს გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში. დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ. წინასწარ ვულოცავ ყველა შერჩეულს და ვუსურვებ, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ შემდეგი გამოცდილება ლევანტეს პროგრამა Player Experience-ში. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ამ პროექტით არ იწყება და არ მთავრდება მათი კარიერა. პირიქით, ეს არის გამოცდილება, რომელიც გახდება მათი მომავალი წარმატების საფუძველი და მოტივაცია“- წერს „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი.

 

 

მსგავსი თემები