ცნობილი ინფლუენსერის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა

theguardian-ი ინფორმაციით, რუმინეთში, ცნობილი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა. სოციალურ ქსელში გავლენიანი პირის სახლში სპეცრაზმის შესვლა, მის განცხადებებს უკავშირდება, რომელიც ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარებას ეხება. ინფორმაციას ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, სპეცრაზმელებმა ტეიტის სახლში 4 ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში მოხდა, მათ შორისაა ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარების ბრალდებები.

37 წლის ენდრიუ ტეიტი, რომელიც საკუთარ თავს ქალთმოძულეს უწოდებს, სოციალურ ქსელში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.

მსგავსი თემები