ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს, მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა. ტაილანდის დაავადებათა კონტროლის უწყების განცხადებით, ინფიცირებული, შტამის გამოსავლენად ანალიზის პასუხს ელოდება.

66 წლის ევროპელი, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს, აფრიკული ქვეყნიდან, სადაც მაიმუნის ყვავილი ვრცელდებოდა, 14 აგვისტოს დაბრუნდა.

,,რეისის ჩამოსვლიდან ცოტა დრო გავიდა, რომლის განმავლობაშიც ის კონტაქტობდა სხვა ადამიანებთან,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

ხელისუფლება იმ 43 პირს აკვირდება, რომელთან კონტაქტიც 66 წლის ინფიცირებულ პაციენტს ჰქონდა.

მსგავსი თემები