დედოფლისწყაროში, ხელოვნური ტბიდან 15 წლის გოგო უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში მოზარდი იხრჩობოდა. ადგილობრივების თქმით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი  გოგონა,  დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისთვის გულის ამუშავება შეძლეს.

ამ დროისათვის , მოზარდი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში  გადაჰყავს.

შსს-ს ცნობით,  გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი თემები