ხანძარი როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე – დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

როსტოვის ოლქში მდებარე სანავთობო ბაზაზე ცეცხლის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ. ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა.

ცეცხლი ნავთობობიექტზე 18 აგვისტოს დრონით იერიშის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ყველა დაშავებული სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. მათგან 15 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

სულ რამდენი რეზერვუარი იწვის როსტოვში მდებარე ბაზაზე, ოფიციალურად ცნობილი არ არის.

მსგავსი თემები