სახლში შეჭრილმა მძარცველმა მოკლა 70 წლის ქალი, რომელსაც მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სამტრედიაში ცივი იარაღით 70 წლის ქალი მოკლეს. მოხუცს ქალაქიდან გასულმა მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა. მეზობლის სახლში შინაური ფრინველის გამოსაკვებად გადასულ 70 წლის ქალს კი ადგილზე მძარცველი დახვდა.

მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველების ცნობით, სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები