“დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან ირანი დგას”- აშშ-ის დაზვერვა

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან ირანი დგას. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ფედერალურმა სააგენტოებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ირანმა აშშ-ის არჩევნებში ჩარევა უთანხმოების გაღვივებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შელახვის მიზნით განახორციელა.

„დაზვერვა დარწმუნებულია, რომ ირანელებს სოციალური ინჟინერიისა და სხვა ძალისხმევის დახმარებით პირდაპირი წვდომა ჰქონდათ ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე“- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, ეს ქმედებები მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესებზე, რადგან ირანი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აღიქვამს.

 

მსგავსი თემები