კიბორჩხალები და კრევეტები ბრინჯის ველის სადემონსტრაციო ზონაში – „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩინეთში

სოფლის მეურნეობის სადემონსტრაციო ზონა ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციაში მდებარეობს. აქ, ბრინჯის მინდვრებში, ბრინჯთან ერთად   კრევეტები და კიბორჩხალებიც იზრდება, რომლებიც  ბრინჯის ნერგებს შორის იმალებიან.

ბრინჯის ველებს კი დუან იანიანი, ტექნიკის ინჟინერი  დიდი ეკრანის მეშვეობით საკონტროლო ოთახიდან აკვირდება.

ბრინჯის ველები, რომლებიც შექმნილია მარილიან-ტუტე მიწის ეფექტურად გამოსაყენებლად, ხელს უწყობს კიბორჩხალების და კრევეტების მოშენებას. სწორედ ეს არის „ჭკვიან სოფლის მეურნეობის” სადემონსტრაციო ზონა.

„ჭკვიანი სოფლის მეურნეობის მართვის პლატფორმა“ აჩვენებს რეალურ დროში მონაცემებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა წყლის დონე, წყლის ხარისხი, ამინდი, მავნებლების კონტროლი, ნერგების პირობები და ნიადაგი.

ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ბრინჯის წარმატებით მოსაყვანად კიბორჩხალებისა და კრევეტებისთვის ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად, წყლის დონე უნდა იყოს 8 სანტიმეტრი.

ბრინჯის ველებზე დაყენებული სენსორების დახმარებით, სოფლის მეურნეობის მართვის ჭკვიანი პლატფორმა იძლევა ადრეულ გაფრთხილებას, როდესაც წყლის დონე დადგენილ დონეზე დაბალია, ხოლო დისტანციური მართვის სისტემა საშუალებას აძლევს მინდვრებში წყლის ტუმბოებს ავტომატურად ამოიღონ წყალი ბრინჯის ველების შესავსებად.

პესტიციდების გარეშე, 1 კილო  ბრინჯის ფასი ბრინჯ-კრაბის თანაკულტურული მინდვრებიდან 20 იუანს ($2,79) უტოლდება.

ადგილობრივი ფერმერის ჟენგ აიმენგის თქმით, ბრინჯის ჩვეულებრივ ჯიშებთან შედარებით, ახალ მარილიან-ტუტე ტოლერანტულ ჯიშებს აქვთ თითო მ-ზე მნიშვნელოვნად მაღალი მოსავალი, რომელიც შეიძლება მიაღწიოს დაახლოებით 700 კილოგრამს.

გასული წლის შემოდგომაზე, სადემონსტრაციო ზონამ 1 მილიონ კილოგრამზე მეტი ბრინჯი მოიკრიფა და 4 მილიონ იუანზე მეტი შემოსავალი მიიღო  ბრინჯი-კრაბის კულტივირებიდან.

სადემონსტრაციო ზონამ კიდევ უფრო გააფართოვა წყლის ცხოველების მრავალფეროვნება ბრინჯისა და თევზის თანაკულტურული პრაქტიკისთვის. წელს, ბრინჯის მინდვრებში გაიზარდა ჩინური რბილი კუები, მწვანე კიბორჩხალები და გიგანტური მდინარის კრევეტები.

როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ქვეყნის ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ინტეგრირებულ მეურნეობას მარილიან-ტუტე მიწაზე და მარილიან-ტუტე ნიადაგის დამუშავებას თევზის მეურნეობის გზით, საოცრად ეფექტური აღმოჩნდა.

2023 წელს, ქვეყანამ,  მთლიანი მარცვლეულის წარმოების 520 მილიონი ტონას გადააჭარბა.

მსგავსი თემები