“უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით”- “საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 10.9 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

“უმუშევრობის დონე შემცირდა”- “საქსტატი”

მსგავსი თემები