გერმანიაში პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა-არიან დაშავებულები

გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა კვამლის გამო შეუძლოდ გახდა.

გერმანიის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია. მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, რომ ოთხმა მოქალაქემ დამწვრობა მიიღო, ერთი კი ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.

სამაშველო ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ვერტმფრენი გამოიყენეს.

 

მსგავსი თემები