„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია

„ვალენსიის“ მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის თაობაზე „ლოს ჩესთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ლივერპული“ აპირებდა მის შეძენას და შემდეგ იჯარით „ბურნმუთში“ ერთი ან ორი წლით გაშვებას, რადგან მათი პირველი ნომერი ალისონ ბეკერია. მამარდაშვილი „ლივერპულთან“ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, სანამ უშუალოდ „ვალენსიიდან“ „ბორნმუთში“ იჯარით წავიდოდა.

თუმცა, „ვალენსიის“ მენეჯერმა, რუბენ ბარახამ თქვა, რომ მამარდაშვილის და ასევე ხავი გუერას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გადასვლაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მას ქართველი მეკარის შესახებ კითხვა ორჯერ დაუსვეს.

საერთოდ, სატრანსფერო „ბაზარი“ გამოუცნობია და „ვალენსიის“ სიახლეებზე ჯერ ახალს ვერაფერს გეტყვით. სანამ „ბაზარი“ ღიაა, კლუბები ფეხბურთელებს ყიდულობენ, ტრანსფერებს ახორციელებენ. მე ორიენტირებული ვარ ხვალინდელ თამაშზე, გიორგი კი ჩვენთანაა. მე არ შემიძლია, ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა“ – ამბობს რუბენ ბარახა.

მსგავსი თემები