კარა-მურზა და მისი ოჯახი ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა და მისი ოჯახი მიიღო. ყოფილი პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა 1-ელ აგვისტოს, პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის რუსეთში ქვეყნის ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Amnesty International-მა კარა-მურზა სინდისის, ,,მემორიალმა” კი პოლიტიკურ პატიმარად აღიარა. რუსეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეობის გარდა, კარა-მურზას აქვს ამერიკის მწვანე ბარათი.

მსგავსი თემები