ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

მათი ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მძღოლები და მგზავრები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთში, ,,ევექსის” კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები