კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

,,სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები