„აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს“ – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ-ის ბირთვული არსენალის თვალსაზრისით შესაძლოა ჩინეთმა გადაუსწროს, ოფიციალური ჩინეთი ეხმიანება. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს.

„აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს. ჩინეთი მიჰყვება ბირთვული იარაღის „პირველი არ გამოყენების“ პოლიტიკას და ბირთვულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია თავდაცვაზე. ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს თავის ბირთვულ ძალას მინიმალურ დონეზე, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს და არასოდეს ერთვება იარაღების რბოლაში ვინმესთან“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

მსგავსი თემები