ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში, 27 წლის ქართველი ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. შემთხვევა, გუშინ დილით სან ფერნანდოში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 6 სუნამოს შეკვრა და ტანსაცმელი, რომელსაც ის ხელჩანთაში ინახავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ქართველს კრიმინალური ​​​​ისტორია აქვს, თუმცა, დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები