საფრანგეთში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში Rafale-ის ტიპის ორმა გამანადგურებელმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაწერა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სოციალური ქსელ X-ზე.

მისი თქმით, ერთი პილოტი გადარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.

მეორე პილოტის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე გრძელდება. მასში მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და მეტყევეები არიან ჩართულნი.

მსგავსი თემები