,,უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება” – ფინეთის პრეზიდენტი

,,უკრაინას შეუძლია კურსკის ოლქში ფინური იარაღის გამოყენება”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბიმ.

„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და რა გზით. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინელ სამხედროებს უფლება აქვთ კურსკის ოლქის სიღრმეში შევიდნენ, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს კიევს და უკრაინის დიდი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

მსგავსი თემები