,,კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში კიდევ წაიწიეს წინ და დილის მერე, 100-მდე რუსი სამხედრო დაატყვევეს. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.

,,შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში. დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში 1-2 კილომეტრამდე. ამავე პერიოდში 100-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცია. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას”, – ამბობს ზელენსკი.

მსგავსი თემები