იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება.

მისი თქმით, პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ფუმიო კიშიდა იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. ოპონენტები მას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები