დევდორაკის გვირაბსა და თბილისი-თიანეთის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით, დევდორაკის გვირაბსა და თბილისი-თიანეთის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – წერს სააგენტო.

მსგავსი თემები