,,მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე” – ლაშა ტალახაძე

,,მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

„პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე.

დავისვენებ და ამ გამარჯვებას შევირგებ. მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი თემები